Saturday, December 17, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს შემაჯამებელი დღე იყო . წარვადგინეთ გეგმები, პრეზენტაციები. სასარგებლო რჩევები მივიღე , რასაც აუცილებდლად გავითვალისწინებ. ამ ტრენინგ/მოდულმა ბევრი რამ მასწავლა , დამაფიქრა. წარმატებული მოდული იყო. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლალი გიგაურს , რადგან ვფიქრომ მისი დამსახურებაა ამ მოდულის ასეთი წარმატება.
Wednesday, December 14, 2016
Sunday, December 4, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ნაყოფიერი დღე იყო . ბლოგზე დავამატეთ სასარგებლო რესურსები , ასევე ვიმუშაეთ პროექტის გეგმაზე . მადლობა ქალბატონ ლალის დღევანდელი დღისთვის.
Saturday, December 3, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ჩემთვის მართლაც საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე , გავაკეთეთ კომენტარები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
- როდის ვმსჯელობ დამაჯერებლად ?
- როდისაა პრეზენტაცია ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და საინტერესო?
- რომელი ბრძანებით შეგვიძლია პრეზენტაციაში სლაიდის ჩამატება ?
- როგორ ხდება პრეზენტაციის სლაიდების და მასზე განთავსებული ტექსტისა და გრაფიკული ობიექტის გაცოცხლება ?
- რომელი მენიუდანაა შესაძლებელი ცხრილის, სურათებისა და დიაგრამების ჩასმა?
Friday, December 2, 2016
"როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია"
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეები მოიძიებენ სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციას , სურათებს , ისტორიულ წყაროებს .
- მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას, კლასიფიკაციას
- მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვების შემდგომ გამოიყენებენ მოპოვებულ ინფორმაციას შემოქმედებითად ; ჯგუფის მიზნების გათვალისწინებით მოამზადებენ ეფექტურ პრეზენტაციის .
(ზოგადია ) ისტ ტექნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
(ინდიკატორის დაზუსტება)- აუდიტორიის მოთხოვნებისა და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციას / სლაიდებს საკუთარი(ან ჯგუფის) მოსაზრების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
მოსწავლეს ესმის საპრეზენტაციო პროგრამის დანიშნულება და იყენებს მას.
21 -ე საუკუნის უნარჩვევები , რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში:
- ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
- შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
- უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა დაკომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
Subscribe to:
Posts (Atom)