პროექტის მიზანი:
- მოსწავლეები მოიძიებენ სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციას , სურათებს , ისტორიულ წყაროებს .
- მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას, კლასიფიკაციას
- მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვების შემდგომ გამოიყენებენ მოპოვებულ ინფორმაციას შემოქმედებითად ; ჯგუფის მიზნების გათვალისწინებით მოამზადებენ ეფექტურ პრეზენტაციის .
(ზოგადია ) ისტ ტექნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
(ინდიკატორის დაზუსტება)- აუდიტორიის მოთხოვნებისა და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციას / სლაიდებს საკუთარი(ან ჯგუფის) მოსაზრების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
მოსწავლეს ესმის საპრეზენტაციო პროგრამის დანიშნულება და იყენებს მას.
21 -ე საუკუნის უნარჩვევები , რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში:
- ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
- შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
- უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა დაკომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
ნათია, ძალიან მნიშვნელოვანი თემა გაქვთ შერჩეული, ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სააზროვნო უნარები და იზრდება სასწავლო პროცესშიჩართულობა. გისურვებ წარმატებებს
ReplyDelete