Saturday, December 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს შემაჯამებელი დღე იყო . წარვადგინეთ გეგმები, პრეზენტაციები. სასარგებლო რჩევები მივიღე , რასაც აუცილებდლად გავითვალისწინებ. ამ ტრენინგ/მოდულმა ბევრი რამ მასწავლა , დამაფიქრა. წარმატებული მოდული იყო. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლალი გიგაურს , რადგან ვფიქრომ მისი დამსახურებაა ამ მოდულის ასეთი წარმატება.

Sunday, December 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ნაყოფიერი დღე იყო . ბლოგზე დავამატეთ სასარგებლო რესურსები , ასევე ვიმუშაეთ პროექტის გეგმაზე . მადლობა ქალბატონ ლალის  დღევანდელი დღისთვის.

Saturday, December 3, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის მართლაც საინტერესო და ნაყოფიერი იყო.  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე , გავაკეთეთ კომენტარები. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

    
ზოგადი კითხვა:

  1.    როდის ვმსჯელობ დამაჯერებლად ?     
თემატური კითხვები:
  1. როდისაა პრეზენტაცია ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და საინტერესო?
შინაარსობრივი კითხვები:

  1.    რომელი ბრძანებით შეგვიძლია   პრეზენტაციაში  სლაიდის ჩამატება ?
  2. როგორ ხდება   პრეზენტაციის სლაიდების და მასზე განთავსებული ტექსტისა და გრაფიკული ობიექტის გაცოცხლება ?
  3. რომელი მენიუდანაა შესაძლებელი ცხრილის, სურათებისა და დიაგრამების ჩასმა?    


Friday, December 2, 2016

"როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია"


პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეები   მოიძიებენ  სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციას , სურათებს , ისტორიულ წყაროებს .
  •  მოახდენენ  მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას, კლასიფიკაციას
  •  მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვების შემდგომ გამოიყენებენ  მოპოვებულ ინფორმაციას შემოქმედებითად  ; ჯგუფის მიზნების გათვალისწინებით მოამზადებენ   ეფექტურ პრეზენტაციის .


 (ზოგადია )  ისტ ტექნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
(ინდიკატორის დაზუსტება)- აუდიტორიის მოთხოვნებისა და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციას / სლაიდებს საკუთარი(ან ჯგუფის) მოსაზრების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
მოსწავლეს ესმის საპრეზენტაციო პროგრამის დანიშნულება და იყენებს მას.



21 -ე საუკუნის უნარჩვევები , რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში:

  1. ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  2. შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
  3. უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა დაკომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;